კომპანია "extra.ge" აცხადებს ვაკანსიას - მომხმარებელთა მრჩევლის პოზიციაზე.
extra.ge არის მაღაზიების ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 620-ზე მეტი პარტნიორის 200 000-ზე მეტ ნივთს.
Extra- ს ვებ გვერდზე შესაძლებელია მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით.
მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს: https://extra.ge/
Extra-ში მომხმარებელთა მრჩევლის როლი მოიაზრებს:
** მომხმარებლებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევას;
** მომხმარებლების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას;
** გამავალი ზარების განხორციელებას;
** ონლაინ ჩათის მართვას;
** რეპორტების წარმოებას;
** ელ.ფოსტის კონტროლი
ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად იგრძნობ, თუ:
** გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გაქვს გუნდური მუშაობის უნარი;
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
** კვირაში 5 სამუშაო დღე, სტანდარტულად 8 სამუშაო საათი;
** გრაფიკი: 14:00 - 23:00სთ
** ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება, ბონუსის გამომუშავების საშუალება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass.
დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის გამზ. N41