Data Analyst
ვეძებთ მოტივირებულ და ანალიტიკურად მოაზროვნე Data Analyst-ს, რომელიც დაგვეხმარება მონაცემების ანალიზში, ბიზნეს პროცესების მონიტორინგში და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერაში. ეს პოზიცია კარგი შესაძლებლობაა კანდიდატებისთვის, ვისაც სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება და პროფესიული განვითარება Data-ს მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები
- SQL query-ების დაწერა და მონაცემთა ანალიზი;
- Dashboard-ებისა და ვიზუალიზაციების შექმნა/განახლება;
- ბიზნეს და ოპერაციული მეტრიკების მონიტორინგი
- Stakeholder-ებთან კომუნიკაცია მოთხოვნების გასაგებად;
- მონაცემების ვალიდაცია და ხარისხის კონტროლი
- სხვადასხვა წყაროდან მონაცემების დამუშავება და გაერთიანება;
- Ad-hoc ანალიტიკური ამოცანების შესრულება
აუცილებელი მოთხოვნები
- SQL-ის საბაზისო ან საშუალო დონეზე ცოდნა;
- Excel / Google Sheets-ის კარგი ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი
სასურველი უნარები
ამ უნარებიდან რომელიმეს ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად:
- მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- Looker / Looker Studio ან მსგავსი BI tools-ის ცოდნა
- BigQuery-თან მუშაობის გამოცდილება;
- Python-ის საბაზისო ცოდნა (Pandas, NumPy);
- Cloud გარემოსთან შეხება (GCP/AWS/Azure);
- ETL/ELT პროცესებისა და Data Warehouse კონცეპტების საბაზისო გაგება;
- ტექნიკური ან რაოდენობრივი მიმართულების განათლება.
რას გთავაზობთ
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- გამოცდილ გუნდთან მუშაობას და მხარდაჭერას;
- რეალურ ბიზნეს ამოცანებზე მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას;
- მეგობრულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გარემოს.